ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-27

პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის და ფინანსთა მინისტრის, პოლონეთის ეკონომიკური რეფორმების მთავარი არქიტექტორის, ეკონომიკის პროფესორის გრჟეგორჟ კოლოდკოს საჯარო ლექციები თსუ-ში

26 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ესტუმრა პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, პოლონეთის ეკონომიკური რეფორმების მთავარი არქიტექტორი, ეკონომიკის პროფესორი გრჟეგორჟ კოლოდკო, რომელმაც თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის წაიკითხა ორი საჯარო ლექცია თემებზე:

პირველი ლექცია: „საით ვითარდება მსოფლიო: მომავლის პოლიტიკური ეკონომია“

მეორე ლექცია: „პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის ეკონომიკა და პოლიტიკა: პოლონეთის წარმატების ქეისი“

ლექციის წინ, სტუმარს მიესალმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფეწორი თეიმურაზ ბერიძე. მან ხაზი გაუსვა პროფესორ კოლოდკოს  ღვაწლს პოლონეთის ეკონომიკის რეფორმირების საქმეში.

ორივე ლექციამ სტუდენტთა და პროფესორთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

Print

« იხ. ყველა სიახლე