ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-01-30

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ცხადდება კონკურსი

თსუ რექტორის 2014 წლის 30 დეკემბრის #226/01–01 ბრძანების (იხ.დანართი) შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2015 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა მიზნით აცხადებს კონკურსს.

1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს.
2. ბაკალავრიატის და  მაგისტრატურის სტუდენტის მიერ წარმოდგენილი მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომელიც მოსმენილია წინა წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე.
3. დოქტორანტურის სტუდენტის მიერ წარმოდგენილი მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომელიც ასახულია წინა წელს  გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის სახით.
4. თუ მოხსენებას ჰყავს რამდენიმე ავტორი, ყველა მათგანი უნდა იყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი (იხ. განცხადების ფორმა). განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:   

ა) საკონკურსოდ წარმოდგენილი მოხსენების ტექსტი (ბეჭდური და ელექტრონული (PDF) ვერსია)
• გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 10 გვერდისა;
• ფურცლის ზომა A4;  მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5სმ.
• შრიფტი - Sylfaen ან AcadNusx ; შრიფტის ზომა -12; სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;

ა) სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა-რეკომენდაცია;
ბ) ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ან ფაკულტეტის შესაბამისი პროფილის თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამადებობის პირის წერილობითი რეკომენდაცია;
გ) პრეტენდენტის (ავტორთა ჯგუფის შემთხვევაში - პრეტენდენტების  ავტობიოგრაფია (CV);
დ)სტუდენტის  სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
ე) სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი, რომელსაც ეფუძნება საკონკურსოდ წარმოდგენილი მოხსენება
5. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 27 თებერვალი.
6. დოკუმენტაცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს სახელზე მიიღება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  კანცელარიაში  10.00 საათიდან 17.00   საათამდე.
 (თსუ, მაღლივი   კორპუსი,  ოთახი #310).
7. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭო ფორუმზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 აპრილისა.
8. თსუ რექტორის N 151 /01-01(25.11.2013) ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრვის წესის მე-2 მუხლის თანახმად, ფაკულტეტის საბჭოს მუშობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საბჭოს ის წევრები, რომლებიც წარმოადგენენ ფორუმში მონაწილეობის უფლების მიღების პრეტენდენტებს ან/და პრეტენდენტების სამეცნიერო ხელმძღვანელებს ან რეკომენდატორებს.
9. დამატებითი ინფორმაცია განთავსდება ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის ვებ–გვერდზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე