23.05.17
განცხადება
კონკურსი საუკეთესო სტუდენტური გუნდური მოხსენების (სტატიის)
შერჩევისათვის
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“ აცხადებს შესარჩევ კონკურსს
პროექტისათვის:
I საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა
„საქართველო-ისრაელის ურთიერთობები - ახალი ტექნოლოგიების მართვა
ურბანულ და აგრარულ სექტორებში“.
სკოლა ჩატარდება მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ბათუმში
სკოლის დამთავრების შემდეგ სპეციალურ სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში გამოიცემა მოხსენებათა კრებული
ძირითადი მოთხოვნები:
1. მოხსენების თემა უნდა ეხებოდეს ისრაელში ურბანული მართვის განვითარების და სრულყოფის პრობლემებს;
2. მოხსენება უნდა მოამზადოს 2-კაციანმა სტუდენტურმა გუნდმა;
3. მოხსენების ავტორი სტუდენტები უნდა იყვნენ 3-4 კურსელები;
4. წარმოდგენილი უნდა იყოს ავტორთა სრული კოორდინატები;
5. თანამედროვე სამეცნიერო-სარედაქციო მოთხოვნების მიხედვით შესრულებული და გაფორმებული მოხსენების ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 9 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: giorgi.shikhashvili@tsu.ge;
6. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსიის სახით MS Word 2003 ან 2007 წლის ფაილში;
7. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს 8-10 გვერდი (ფორმატი - A4, ფონტის ზომა - 11, ინტერვალი - 1,15, ველები: ზედა - 2,0 სმ, ქვედა - 2,0 სმ, მარცხენა - 2,0 სმ, მარჯვენა - 2,0 სმ);
8. შრიფტი: ქართული ტექსტისთვის - LitNusx, ინგლისურისათვის - Times New Roman;
9. ნაშრომის ტექსტს უნდა ახლდეს რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე - თითოეული არაუმეტეს 250 სიტყვისა;
10. შესარჩევი კონკურსის მეშვეობით გამოვლინდება ერთი საუკეთესო ნაშრომი და მისი ავტორები - 2 სტუდენტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლის მუშაობაში.
გიორგი შიხაშვილი
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების
ცენტრი „იდეა“-ს დირექტორი, მენეჯმენტისა და
ადმინისტრირების კათედრის ასოც. პროფესორი
კონტაქტი: მობ. 577-97-02-77