9 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი შიხაშვილმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე: „თეოლოგია და ეკონომიკა (ქრისტიანული პარადიგმა)“.
ლექცია თსუ რექტორის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის "პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან" ფარგლებში გაიმართა.