5 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლებისათვის შეხვედრა გამართეს DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა.
შეხვედრის წინ DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ბატონი გებჰარდ როილი და ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი თამარ შაშიაშვილი მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია ფრიდრიჰ შილერის სახელობის იენის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მენეჯერი, ქალბატონი სოფიკო ჯვარშეიშვილი.
განხილული იქნა DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები 2018-2019 სასწავლო წლისთვის:
გერმანული ენის კურსი:
• საზაფხულო ენის კურსი გერმანიის უნივერსიტეტებში;
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 01.12.2017
• სტიპენდია სტუდენტური ჯგუფებისთვის;
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 01.12.2017
სამაგისტრო სტიპენდიები:
• სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობისთვის;
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 01.11.2017
• სამაგისტრო სტიპენდია ეკონომისტებისთვის;
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 01.11.2017
კვლევითი სტიპენდიები:
• კვლევითი სტიპენდიები (1-3 თვე, 6 თვე, 1 წელი, 3 წელი)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 15.11.2017
• შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ს ერთობლივი კვლევითი სტიპენდიები (3-6 თვე)
(კონკურსი გამოცხადდება ოქტომბერ-ნოემბერში)