2015-03-15
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, იწყებს ყველაზე მასშტაბურ პრაქტიკის პროგრამას სტუდენტებისთვის!
საქართველოს თავდაცვით სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი უდიდესი კომპანია „დელტა“
იწყებს ყველაზე მასშტაბურ პროექტს ქართველი სტუდენტებისთვის, რომელიც
ითვალისწინებს რამდენიმე თვიანი პრაქტიკული კურსის გავლას როგორც „დელტას“
მენეჯმენტში, ასევე უნიკალური ქართული თავდაცვითი მრეწველობის კომპლექსში.
დაინტერესებულ სტუდენტებს გეძლევათ შანსი დაესწროთ გაცნობით
პრეზენტაციას, რომელიც გაიმართება ა.წ. 19 მარტს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე,
თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.
„დელტას“ მისია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და თავდაცვის ეროვნული სტრატეგიიდან გამომდინარეობს და მისი ძირითადი მიმართულება თანამედროვე და ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების პროექტირება, წარმოებაში დანერგვა, მსოფლიო ტენდენციებს მორგებული საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების დაპროექტება, შექმნა და სერიული წარმოებაა. მისი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსი უნიკალურია როგორც რეგიონის, ასევე მსიფლიო მასშტაბით სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.

« იხ. ყველა სიახლე