2016-06-29

როცა განათლება ქვეყნისთვის პრიორიტეტია!!!!!!!

2016 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ყველა ღონისძიება ეძღვნება დიდი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს . ამ საიუბილეო და ღირშესანიშნავ თარიღს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ნორჩი ეკონომისტის სკოლა , მოსწავლეთა კონფერენციას უძღვნის და ასევე პომპეზურად აღნიშნავს თსუ ნორჩი ეკონომისტის სკოლის საზეიმო დახურვას .

2016 წლის 24 - 26 ივნისი დაუვიწყარი იქნება თსუ ნორჩი ეკონომისტის სკოლის მოსწავლეებისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის იმ პროფესორებისათვის , ვინც აქტიურად არიან ჩართულნი ამ მეტად საჭირო და საინტერესო პროექტში .

ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში გარდა უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ადმინისტრაციისა , დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამოგვიცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტმა ( ხელმძღვანელი ნუგზარ კანდელაკი ) და დაგვაფინანსა , რამაც მოგვცა საშუალება კახეთის რეგიონში , კერძოდ თელავის საუნივერსიტეტო სივრცეში ჩაგვეტარებინა სამეცნიერო , პრაქტიკული - სამდღიანი გასვლითი კონფერენცია , მოსწავლეთა და პროფესორთა მონაწილეობით .

იხილეთ ვიდეო.



პროგრამა

24 – 26 ივნისი , 2016 .

. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი თსუ საბავშო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი ნორჩი ეკონომისტის სკოლის

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია .

ორგანიზატორები :

თსუ ნორჩი ეკონომისტის სკოლა

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

მხარდამჭერები :

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო , ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი

. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

24 ივნისი

16.00 სთ . თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციის საზეიმო გახსნა , პლენარული სხდომა

სიტყვით გამომსვლელბი :

მისალმება და გახსნა - კონფერენციის ორგანიზატორი . უკლება

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი . ბერიძე

თსუ პროფესორი , ეკონომკური თეორიის კათედრის ხელმძღვანელი . მექვაბიშვილი

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი . ლომოური

. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის

რექტორი ირმა შიოშვილი

მოხსენება : „ ივანე ჯავახიშვილის ეროვნული ეკონომიკის ისტორიის მკვლევარი

- მომხსენებლები :     ანი ჩოქური   175 საჯ . სკოლა ,   X კლ .

  სოფია რიგვავა - 175 საჯ . სკოლა ,   X კლ .

ხელმძღვანელი:   პროფ.შოთა ვეშაპიძე

25 ივნისი

11.00 სთ . თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციის გაგრძელება , იმუშავებს მოხსენებების შემფასებელი კომისია

გამომსვლელი : 10 თემა და 20 მომხსენებელი მოსწავლე

26 ივნისი

14.00 სთ . თსუ ნორჩი ეკონომისტის სკოლის საზეიმო გამოშვება

კონფერენციის მუშაობის შეფასება , გამარჯვებული თემების გამოვლენა , მოსწავლეთა და პროფესორთა საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვება და კონფერენციის საზეიმო დახურვა .


 

Print

« იხ. ყველა სიახლე