2017-02-23

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტეტოვოში (მაკედონია)


2017 წლის 17-19 თებერვალს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი და მიწვეული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გივი ბედიანაშვილი მონაწილეობდნენ ტეტოვოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (მაკედონია). საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენციის - 1 st International Scientific Conference on Business and Economics (ISCBE’17) “Building Bridges between Business Research and Industry Needs”  მუშაობაში.
კონფერენციაზე  „ფინანსური ანალიზის სიმულაციური მოდელირება“ მოხსენება გააკეთა ასოცირებულმა პროფესორმა თეა მუნჯიშვილმა. მანვე  წარადგინა მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საწარმოს ფინანსური მდგრადობის შეფასებისა და პროგნოზირების სიმულატორი.
პროფესორი გივი ბედიანიშვილი ხელმძღვანელობდა სექციას: „ეკონომიკური განვითარება და ევროპული ინტეგრაცია“. ამავე სექციაზე წარმოდგენილი იყო მისი მოხსენება თემაზე: „კულტურა როგორც არაფორმალური ინსტიტუტი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და ბიზნესის ფაქტორი ევროპული ინტეგრაციის კონტექსტით.“
კონფერენციაზე მუშაობის პარალელურად განხორციელდა საქმიანი შეხვედრები ფაკულტეტის დეკანთან და ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის პროფესორ თეიმურაზ ბერიძის შეთანხმებით ასოცირებულ პროფესორს თეა მუნჯიშვილს საქმიანი განხილვა ქონდა ტეტოვოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (მაკედონია) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან აკადემიკოს იზმეთ ზიქირთან ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა და საგნების ფინანსური ანალიზისა და ეკონომიკური ანალიზის სწავლების პროცესში მათემატიკური მოდელებისა და სიმულატორების გამოყენების შესახებ. ამავე შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება  მომზადებულ იქნეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და ტეტოვოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტებს შორის სამეცნიერო-პედაგოგიური თანამშრომლობის პროექტი. აკადემიკოსი იზმეთ ზიქირი დაინტერესებულია განხორციელდეს 2017 წლის აპრილის თვეში თბილისში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან პროფ. თეიმურაზ ბერიძესთან შეხვედრა და აკადემიურ პერსონალთან ერთდღიანი ვორკშოპი.




Print

« იხ. ყველა სიახლე