2017-09-21
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ დასრულდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 2017 წლის 11-დან 17 სექტემბრამდე საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ მასპინძლობდა.
საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები იყვნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი. მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე გერმანელი სტუდენტები. ქართული მხრიდან საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი იყო ქალაქ თბილისის მერი, თსუ მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია, ხოლო გერმანული მხრიდან - კობლენცის უნივერსიტეტის პროფესორი მაგდალენა შტულბი. საზაფხულო სკოლის მოსამზადებელ საორგანიზაციო საკითხებს კოორდინაციას უწევდა ქალბატონი სიფიკო ჯვარშეიშვილი.
11 სექტემბერს, საზაფხულო სკოლა თსუ რექტორის მოადგილემ ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ და პროფესორმა დავით ნარმანიამ გახსნეს.
ბატონი მიხეილ ჩხენკელი გულითადად მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, სტუდენტებს, პროფესორებს და მათ ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
ბატონმა თეიმურაზ ბერიძემ მოკლედ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ თავისებურებებზე, საინტერესოდ მიმოიხილა საქართველოს, ამერიკის, ინგლისის, იაპონიის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკა, მათი ურთიერთგავლენა და საერთაშორისო ეკონომიკური ტენდენციები.
“სტუდენტები მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას; გაეცნობიან სხვადასხვა მუნიციპალურ პროგრამებს. მათ შორის, თბილისის ახალი ავტობუსების პროექტს, როდესაც საქართველოში გერმანული წარმოების ავტობუსების შემოყვანა დააფინანსა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), ასევე, როგორც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი - ევროპის ენერგეტიკულმა და გარემოსდაცვითმა ფონდებმა. ამასთან, სტუდენტები მიიღებენ ძალიან საინტერესო და პრაქტიკულ გამოცდილებას“, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა და თსუ პროფესორმა, ბატონმა დავით ნარმანიამ.
„ამ გაზაფხულზე, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს პლუსის“ პროგრამის ფარგლებში, როგორც აკადემიური პერსონალი, ორი თვით მიწვეული ვიყავი გერმანიაში, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, სადაც როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისათვის მიმყავდა ლექცია-სემინარების კურსი საერთაშორისო ბიზნესში. სწორედ იქ შემომთავაზა პროფესორმა მაგდალენა შტულბმა თბილისში საზაფხულო სკოლის გამართვის იდეა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამ იდეის შესახებ ვესაუბრე მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელს პროფესორ დავით ნარმანიას და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თეიმურაზ ბერიძეს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს აღნიშნული იდეის განხორციელებაში და სრული თანადგომა გამომიცხადეს.“-გვიამბობს საზაფხულო სკოლის კოორდინატორი, ქალბატონი სოფიკო ჯვარშეიშვილი.
„ძალიან საინტერესო პროექტია ორივე ქვეყნის სტუდენტებისთვის. ეს საზაფხულო სკოლა მათ შესძენს მულტიკულტურულ და ინტერკულტურულ კომპეტენციებს; მიიღებენ თეორიულ ინფორმაციას და პრაქტიკულ ცოდნას ინტერკულტურულ მენეჯმენტზე“ - ჩვენთან საუბარში აღნიშნვს კობლენცის უნივერსიტეტის პროფესორი მაგდალენა შტულბი.
საზაფხულო სკოლა 17 სექტემბერს, ყვარლის ტბაზე გამართული საზეიმო ღონისძიებით დასრულდა.

« იხ. ყველა სიახლე