2013-12-04
მიუნხენის ლუდვიჰ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორ შტეფან მიტნიკის ლექციების ციკლი ,,სტატისტიკური ანალიზის მეთოდები” მაგისტრატურის სტუდენტებისათვის
მიმდინარე წლის 2-6 დეკემბერს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა ცნობილი გერმანელი პროფესორი, მიუნხენის ლუდვიჰ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სტატისტიკის ინსტიტუტის დირექტორი შტეფან მიტნიკი, რომელმაც მაგისტრატურის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციების კურსი სავალდებულო საგანში ,,სტატისტიკური ანალიზის მეთოდები” (ინგლისურ ენაზე).
პროფესორ შტეფან მიტნიკს მასპინძლობას უწევდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა, სრული პროფესორის ბატონ სიმონ გელაშვილის ხელმძღვანელობით. ბატონი მიტნიკი მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ, საუბარი შეეხო შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს.
პროფესორ შტეფან მიტნიკს ლექციების წასაკითხად ხშირად იწვევენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტები. ამიტომ მისი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის შესაბამის სფეროში თანამედროვე მიღწევების გასაცნობად.
« იხ. ყველა სიახლე