ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-28

"საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ პრეზენტაცია

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 107-ე (ჯავახიშვილის) აუდიტორიაში გაიმართება "საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ პრეზენტაცია.

ფონდის დამფუძნებლები არიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ერთი ჯგუფი, რომელთა შორისაა ქალაქ თბილისის მერი, პროფესორი დავით ნარმანია.

ფონდის საქმიანობის მიზანია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოცილურად დაუცველი სტუდენტებისათვის სოციალური გარემოს ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს  განათლების მიღების ხელმისაწვდომობას ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გზით.

ფონდის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს მოხალისეობისა და მეცენატეობის საფუძველზე მოახდინოს ქველმოქმედება ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი  წარმატებული სტუდენტების დახმარებისათვის.

ფონდი შეეცდება ფიზიკური პირების, პირთა ჯგუფების, ბიზნეს ორგანიზაციების, საგანმანათლებლო  დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების, ადგილობრივი მართვისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მობილიზებას, რათა მოხდეს ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის კონკრეტული ჰუმანიტარული ან/და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

პრეზენტაციას დაესწრებიან: ქალაქ თბილისის მერი პროფესორი დავით ნარმანია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე; ფონდის დამფუძნებლები; თსუ პროფესორები და სტუდენტები.

Print

« იხ. ყველა სიახლე