2014-10-22
25 ოქტომბერს, შაბათს, თბილისობის დღესასწაულზე დაგეგმილია სტუდენტების თეატრალიზებული ხასიათის მსვლელობა, რომელიც ევროპის მოედანზე დაიწყება და ძველ თბილისში "ღვინის ქალაქის" საზეიმო გახსნით დასრულდება.
აღნიშნული მსვლელობა ინფორმაციულ ხასიათის მატარებელი იქნება და თბილისელთა თვალწინ ღვინის ისტორიას გააცოცხლებს.
პროექტი „თბილისის ღვინის ფესტივალი 2014“, რომელიც თბილისელებს უპრეცედენტო სანახაობას ჰპირდება, თბილისის მერიის, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით განხორციელდება.
სტუდენტებს, რომლებსაც გსურთ ჩაერთოთ ფესტივალში, გთხოვთ სასწრაფოდ დაგვიკავშირდეთ NewGeorgianWine@Gmail.com - ზე.
სტუდენტთა შეკრება და მონაწილეებზე შესაბამისი ატრიბუტების გაცემა მოხდება 25 ოქტომბერს, შაბათს 12.00 სთ-ზე, ძველ თბილისში, აბანოთუბანში, ჰეიდარ ალიევის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
« იხ. ყველა სიახლე