სტუდენტური კონფერენცია
ივ. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტი
2010 წლის 1 დეკემბერს ატარებს საუნივერსიტეტო სტუდენტურ
კონფერენციას
2009-2013 წლის პროგრამის სტუდენტებისათვის თემაზე:
“საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრობლემები, გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე”
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2010 წლის 30 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო თემა ინგლისურ ენაზე. თემა უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკის სექტორებიდან ერთ-ერთის ანალიზსა და მისი განვითარების პერსპექტივებს:
- საქართველოს ეკონომიკა გლობალურ ეკონომიკაში
- საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორის (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა და სხვა) განვითარების პრობლემები
- საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარების პრობლემები
- ბიზნესის განვითარების ინსტიტუციონალური და სამართლებრივი გარემო საქართველოში
- გლობალური ფინანსური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა (პრობლემები და პერსპექტივები)
მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტურ რედაქტორ ჭორდ 97-2003 (შრიფტი 11, ინტერვალი 1,0). ფორმატი A4, მინდორი: ზედა _ 2,5 სმ, ქვედა _ 2,5 სმ, მარცხენა – 3,0 სმ, მარჯვენა _ 2,0 სმ. გვერდები არ უნდა დაინომროს.
ზედა მარჯვენა კუთხეში მიუთითეთ გვარი და ინიციალები, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა), სწავლის ადგილი, კურსი, სპეციალობა. მოხსენების სათაური ცენტრში დიდი ასოებით. შემდეგ ტექსტი, რომელშიც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ფორმულების, სურათების და გრაფიკების რაოდენობა. ტექსტში სურათებს და ნახაზებს სათაური ქვემოთ მიუთითეთ, ხოლო ცხრილებს ზემოდან. მოხსენების შემდეგ მიეთითება გამოყენებული წყაროების სია ტექსტში გამოყენების თანმიმდევრობის მიხედვით. ამ ფორმით წარმოდგენილი მასალების მოცულობა 5 გვერდს არ უნდა აღემატებოდეს.
კონფერენციაზე მოხდება კომისიის მიერ წინასწარ შერჩეული საუკეთესო 15 ნაშრომის წარმოდგენა.
მოხსენებები (ამობეჭდილი და ელ. ვერსია CD-ზე) წარმოადგინეთ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. სასურველია CD-ზე წარმოდგენილი იყოს აგრეთვე საპრეზენტაციო მასალა Pოწერ Pოინტ ფორმატით.
მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ მაღლივი კორპუსი, IV სართული, ოთახი №408 (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური).
კონფერენციის კოორდინატორი ნანა მაისურაძე. თ: 899 268 261
კონფერენციაში მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები,
ხოლო საუკეთესო ხუთეული მონაწილეობას მიიღებს საუნივერსიტეტთაშორისო
სტუდენტურ კონფერენციაში!
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
- გიორგი ხიშტოვანი – თავმჯდომარე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
- ელგუჯა მექვაბიშვილი _ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სრული პროფესორი.
- შოთა შაბურიშვილი _ ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი
- ჯამლეტ ჯანჯღავა _ ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი.
- ლეილა ქადაგიშვილი _ ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასისტენტ-პროფესორი.
- ნანა მაისურაძე _ კოორდინატორი.
- თინათინ ტაბიძე _ თსუ ინგლისური ენის სპეციალისტი
- ნატო ფაჩუაშვილი _ თსუ ინგლისური ენის სპეციალისტი