ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა ქართველი სტუდენტებისათვის 2015/2016 აკადემიური წლისათვის გამოყოფს შვიდ სტიპენდიას.
აქედან, 4 სტიპენდია გაიცემა ჩეხური ენის მცოდნე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სტუდენტებისათვის, ხოლო 3 სტიპენდია - ინგლისური ენის მცოდნე (სამაგისტრო, სადოქტორო) სტუდენტებისათვის.
რეკომენდირებული სპეციალობები ქართველი სტუდენტებისათვის:
სამედიცინო, ტექნიკური სფერო, საინჟინრო, ეკონომიკა (ჩეხურენოვანი სტუდენტებისთვის) და
ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა (ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის).
თანდართულ ფაილში იხილეთ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიების შესაბამისი ინსტრუქციები.