პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი 2020 წლის 3-4 ივლისს ატარებს აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 115-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „თანამედროვე ეკონომიკა და ეკონომიკური მეცნიერება: ურთიერთდამოკიდებულება, გამოწვევები, პრობლემები, გადაჭრის გზები“.
კონფერენციის თემატიკა:
1. ეკონომიკური განვითარების თავისებურებები განვითარებულ, განვითარებად და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში: საერთო და განმასხვავებელი ნიშნები;
2. ეკონომიკური სისტემის ბაზის ცვლილებების განმაპირორებელი ფაქტორები: ბუნების დაცვა და რესურსების შეზღუდულობა („მწვანე“ და „წრიული“ ეკონომიკა); მომავლის რესურსები; ენერგეტიკული და სასურსათო უზრუნველყოფა; გლობალიზაცია და სხვა;
3. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა;
4. ეკონომიკის სტრუქტურული (მრეწველობა, მომსახურება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა) და რეგიონული პრობლემები;
5. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;
6. ბიზნესის განვითარების პრობლემები;
7. უმუშევრობა, ცხოვრების დონე და სიღარიბე;
8. კავშირი ეკონომიკასა და ეკონომიკურ მეცნიერებას შორის; ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის ასახვის დონე ეკონომიკურ მეცნიერებებში;
9. პრობლემები ზოგად ეკონომიკურ თეორიასა და ეკონომიკური მეცნიერების ცალკეულ დარგებში;
10. ახალი ეკონომიკური პარადიგმის ჩამოყალიბების საფუძვლები.
კონფერენციის სექციები:
1. ზოგადი ეკონომიკური თეორია;
2. მაკროეკონომიკა;
3. მიკროეკონომიკა;
4. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალიზაცია;
5. სექტორული და რეგიონული ეკონომიკა;
6. ბიზნესის ადმინისტრირება;
7. ფინანსები და საბანკო საქმე;
8. სოფლის ეკონომიკა;
9. ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის ეკონომიკა;
10. ეროვნული ეკონომიკები;
11. სოციალური და დემოგრაფიული პრობლემები.
მასალების წარმოდგენის (მისამართზე: economics_institute@yahoo.com) და მონაწილეობის ღირებულების გადახდის (შესაბამის საბანკო ანგარიშზე) საბოლოო ვადაა 2020 წლის 1 მაისი, 1700 სთ.