2019-12-10

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგების პრეზენტაცია

10 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას რომელსაც თსუ პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ უძღვებოდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ-ის რექტორმა პროფესორმა გიორგი შარვაშიძემ.

პრეზენტაციები წარადგინეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებების პროფესორებმა შემდეგ თემებზე:

 „ციფრული ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა“
პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანი
მომხსენებელი - ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი

 „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გავლენა საქართველოს სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობებზე“
პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ლელა ბახტაძე
მომხსენებელი - ასოცირებული პროფესორი ლელა ბახტაძე

 „უნივერსიტეტის იმიჯის გავლენა სტუდენტთა კმაყოფილებასა და ლოიალობაზე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგალითზე)“
პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი ნუგზარ თოდუა
მომხსენებელი - პროფესორი ნუგზარ თოდუა

„აკადემიური პერსონალის შერჩევის კრიტერიუმებისა და მათი საქმიანობის რეგულირების  კვლევა“
პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე
მომხსენებელი - ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე

„დაგროვებითი საპენსიო მოდელის ანალიზი და საპენსიო აქტივების  მენეჯმენტის პრობლემები“
პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი დავით ნარმანია
მომხსენებელი - პროფესორი დავით ნარმანია

 „საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული განწყობა“
პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მერაბ ხმალაძე
მომხსენებელი - ასოცირებული პროფესორი მერაბ ხმალაძე

 „საქართველოში ბიზნესის განვითარების ინსტიტუციური პირობები და ევროკავშირთან ინტერნაციონალიზაციის ძირითადი მიმართულებანი“
პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი თემურ შენგელია
მომხსენებელი - ასოცირებული პროფესორი უშანგი სამადაშვილი

 „ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობის მნიშვნელობა და მისი ანალიზის გაუმჯობესების გზები საქართველოს საწარმოებში“
პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე
მომხსენებელი - ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე






















Print

« იხ. ყველა სიახლე