ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-05

მიშკოლჩის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი



მიმდინარე წლის 23.04.2017-30.04.2017 წერიოდში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი ერაზმუს + ლექტორთა მობილობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა  მიშკოლჩის უნივერსიტეტში (უნგრეთი). მობილობის პროგრამაში აღნიშნული უნივერსიტეტის ჩართვა შესაძლებელი გახდა მიშკოლჩის უნივერსიტეტსა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2015 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა კი დაიწყო 2013 წელს,  ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ,, ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“ ფარგლებში.
ასოცირებული პროფესორის ეკა ლეკაშვილის მასპინძელ მხარეს წარმოადგენდა მიშკოლჩის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. აკადემიურის აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით,  მას ჰქონდა საქმიანი შეხვედრები ეკონომიკის ფაკულტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორთან, ასოცირებულ პროფესორ დანიელ კუტორთან; ეკონომიკის თეორიისა და მეთოდოლოგიის ინსტიტუტის ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ასოცირებულ პროფესორ ზოლტან ბართასთან, მსოფლიო და რეგიონული ეკონომიკის ინსიტუტის რეგიონული დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორთან ჟლოტ პეტერთან; ასევე, უნივერსიტეტის ერაზმუს + ოფისის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული იქნა ინიციატივები საერთაშორისო კვლევით პროექტთან და  ერთობლივი პროგრამის შემუშავების საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს წაეკითხათ ლექციები თემებზე: ტრანსფორმაციის ეკონომიკური პოლიტიკის თეორია;  ტრანსფორმაციის ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები საქართველოსთვის; ტრანსფორმაციის ეკონომიკური პოლიტიკის საერთაშორისო შეფასებების ანალიზი.
ამასთან, სტუდენტთა მობილობის წახალისების მიზნით, შედგა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა.
აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეწვევა მიშკოლჩის უნივერსიტეტის პროფესორთა სამკაციანი დელეგაცია.





Print

« იხ. ყველა სიახლე