23 დეკემბერს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა კავკასიის რეგიონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ბატონი აზიმ სადიკოვი, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “Georgian Economy: Its Trends and challenges” (საქართველოს ეკონომიკა: ტენდენციები და გამოწვევები).
ლექციას რომელმაც დამსწრე სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია ასევე
დაესწრენ ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები, მათ შორის საქართველოს
ფინანსთა მინისტრი პროფესორი ნოდარ ხადური, საქართველოს რეგიონალური
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პროფესორი დავით ნარმანია და
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ბერიძე.