2017-05-08
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მაგისტრატურა);
• ფინანსურ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word) და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (რეზიუმეში მიუთითეთ კონკრეტული ჩამონათვალი);
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
მოვალეობები:
• ფინანსური უწყისების მომზადება და ანალიზი.
• ფინანსური საქმიანობის აღრიცხვა, დაგეგმვა, ანალიზი და რეპორტინგი;
• დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მუდმივი კონტროლი;
• ხელმძღვანელისათვის თვის ანალიზისა და რეკომენდაციის მიწოდება;
• ჰოლდინგის შვილობილი კომპანიებისა და კონსოლიდირებული ფინანსური უწყისების საფუძველზე ბანკისათვის მისაწოდებელი უწყისების შევსება და გადაგზავნა
• შვილობილი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისგან სალაროს ფაილის მიღება და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის გაკეთება და კონსოლიდაცია
• ჰოლდინგის მასშტაბით ყველა კომპანიის თანხების შემოსვლა-გასვლაზე ყოველთვიური ანალიზის წარმოება და მათი კლასიფიკაცია ფულის მოძრაობის ფინანსური უწყისის სახით
დამატებითი მოთხოვნები:
• ანალიტიკური აზროვნების უნარი
• ლოგიკური აზროვნების უნარი
• სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
• სწრაფი რეაგირებისა და მოქმედების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: nino.zautashvili@nikora.ge 2017 წლის 20 მაისამდე. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ უნივერისტეტისა (თსუ) და ვაკანსიის დასახელება.
« იხ. ყველა სიახლე