ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-26

მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ალექსანდრე აუზანის ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

26 მარტს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი ალექსანდრე აუზანი (Проф. А. А. Аузан). იგი შეხვდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თეიმურაზ ბერიძეს და მასთან ორ ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები განიხილა. შეხვედრის შემდეგ, მან თსუ სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე: „ეკონომიკური დინამიკის სოციალურ-კულტურული ფაქტორები“ (Социально-культурные факторы экономической динамики).






Print

« იხ. ყველა სიახლე