სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება აკადემიური მოსწრებისა და სოციალურ–ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით.
დაფინანსებას მიიღებენ ის მაგისტრანტები, რომელთაც მიმდინარე პერიოდში არ აქვთ მოპოვებული რაიმე სახის დაფინანსება ან სტიპენდია.
დაფინანსების მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
1) პირადი განცხადება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე
(იხილე ბმული);
2) ავტობიოგრაფია (CV);
3) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 9 დეკემბერი 18:00 სთ.
საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში – თსუ X (მაღლივი) კორპუსი 311 ოთახი.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისრაცია