კონკურსი საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების გამოსავლენად

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქორანტურის  სტუდენტებისათვის საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების გამოსავლენად თემაზე - ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა.

აღნიშნული კონკურსი ცხადდება პროექტის ,,ეროვნული პლატფორმის გააქტიურება "აღმოსავლეთის პარტნიორობის" კონტექსტში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებისათვის. პროექტის მხარდაჭერას ახორციელებს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ:
2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას (სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდავეთი, უკრაინა) თანამშრომლობის ახალი ფორმა - აღმოსავლეთის პარტნიორობა (Eastern Partnership) შესთავაზა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ახალი ინიციატივის მიზნებია: დემოკრატიისა და ეფექტიანი მმართველობის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების, სექტორული რეფორმების, გარემოს დაცვის ხელშეწყობა, ენერგოსექტორის გაძლიერება, ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისება და სხვა."აღმოსავლეთპარტნიორობა" არის არაევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ალტერნატივა, არამედ ის ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრაციას, საერთო ფასეულობების გავრცელებას, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას და ეკონომიკურ განვითარებას რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის გზით.
"აღმოსავლეთისპარტნიორობაში" სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა, საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურება, საჯარო პოლიტიკის ფორმირებაში საზოგადოებრივი სექტორის მონაწილეობა და სხვა საკითხები მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
  • ,,აღმოსავლეთის პარტნიორობა“ შედარებით ახალი ინიციატივაა და საზოგადოების ცობიერების დონე ამ ინიციატივის, ასევე ევროინტეგრაციისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ მწირია;
  • საზოგადოების ინტერესების დაცვისა და საერთო ფასეულობების დაცვისათვის, ასევე საზოგადოების უკეთ ინფორმირებისათვის აუცილებელია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების გააქტიურება;
  • ევროინტეგრაციისაკენ მიმართული საჯარო პოლიტიკის ფორმირებაში საზოგადოებრივი სექტორის, ასევე მედიის მონაწილეობის გარეშე პოლიტიკა შესაძლებელია მხოლოდ ცალმხრივი იყოს და ნაკლებად პასუხობდეს საზოგადოების მოთხოვნილებებს/საჭიროებებს.
საკონკურსო თემებია:
  • აღმოსავლეთის პარტნიორობა - ევროკავშირის ახალი ინიციატივა;
  • სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროკავშირთან ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაში;
  • მომხმარებელთაუფლებებისდაცვა ევროკავშირში და საქართველოში;
  • სოციალური  დიალოგი და შრომის სტანდარტები ევროკავშირში და საქართველოში;
  • თავისუფალი ვაჭრობა და სავაჭრო ბარიერები ევროკავშირთან;
  • სოციალური პოლიტიკა და სოციალური დაცვის სისტემები ევროკავშირში და საქართველოში;
  • ბოლონიის პროცესი და უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში;
  • ეკონომიკური რეფორმები აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში;
  • სოციალური რეფორმები აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში;
  • სხვა თემა, რაც დაკავშირებულია აღმოსავლეთ პარტნიორობასთან სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში.

კონკურსის პირობები:
  • კონკურსში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის პროგრამების სტუდენტი;
  • ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო თემის წარმოდგენა;
  • ნაშრომი უნდა შედგებოდეს 2500-დან 3000 სიტყვისგან, Ms Word-ისფაილში, Sylfaen 10-იანი შრიფტით;
  • ნაშრომის ავტორმა ნაშრომთან ერთად უნდა გამოაგზავნოს პერსონალური ინფორმაცია CV- ფორმატში(იმ უმაღლესი სასწავლებლის მითითებით, სადაც სწავლობს)

ნაშრომები (CV- თან ერთად ) გამოაგზავნეთ 2011 წლის 29  აპრილის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : info@ciesr.org წერილის სათაურში ჩაწერეთ-  EaP_Student


საკონკურსო თემების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები მოიცავს: პრობლემის აქტუალობას, სიახლის შემცველობას, წერის, გადმოცემის მანერას, ანალიტიკურ ღირებულებას, საზოგადოებრივ სარგებელს, ორიგინალურობას და სიახლეს, შემოქმედებით მიდგომას.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2011 წლის 30 მაისს. ნამუშევრებს შეაფასებს შესაბამისი სფეროს ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური.

კონკურსში გამარჯვებულების  ნაშრომები  (I, II და III ადგილი) დაიბეჭდება  პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნში სახელწოდებით ,,აღმოსავლეთის პარტნიორობა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა“. ასევე გამარჯვებულები მოწვეულები იქნებიან პროექტის საბოლოო პრეზეტაცაზე მ.წ. ნოემბერში და მათ გადაეცემათსასწავლო საქმინაობასთან დაკავშირებულიპრიზები.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2011 წლის 29  აპრილი, 18.00 სთ.


კავკასიის ეკონომიკური სოციალური კვლევითი ინსტიტუტი - CIESR
საკონტაქტო პირი: ლიზი ჯგერენაია
მისამართი: თბილისი, აბაშიძის 43 (კავსაძის და აბაშიძის ქუჩის კვეთაზე)
ტელ: (+995 32) 729021 begin_of_the_skype_highlighting               (+995 32) 729021        end_of_the_skype_highlighting begin_of_the_skype_highlighting               (+995 32) 729021        end_of_the_skype_highlighting
მობილური: 891221100
ვებ-გვერდი: http://www.ciesr.org