2017-06-30

უშანგი სამადაშვილის წიგნის "დივერსიფიკაცია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი" პრეზენტაცია

30 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა საერთაშორისო ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორის უშანგი სამადაშვილის წიგნის "დივერსიფიკაცია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი" პრეზენტაცია.

ნაშრომში საქართველოს ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე შემუშავებულია წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს სავაჭრო პარტნიორების, პროდუქციისა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დივერსიფიკაციის შესახებ.

პრეზენტაციას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.







Print

« იხ. ყველა სიახლე