ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-11-14

მუშაობას განაგრძობს ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელი ლაბორატორია


თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებსა და პროექტების ცენტრ „იდეა“-სთან, 2003 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მოქმედებს ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელი ლაბორატორია.
ამ მიმართულებით საქმიანობის გაღრმავება-გაფართოებისა და სამომავლო გეგმების განხილვისათვის 13 ნოემბერს მაღლივ კორპუსში შედგა  ცენტრის წევრთა სხდომა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა თემურ ბერიძემ; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თსუ-ს მოწვეულმა პროფესორმა, დავით ჩიკვაიძემ; ისრაელის მოქალაქემ, ფაკულტეტის სტუდენტმა, იულია ჯანაშვილმა.
ცენტრის დირექტორმა გიორგი შიხაშვილმა ისაუბრა გასულ პერიოდში ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელი ლაბორატორიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სდუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევითი პროექტის  - `ისრაელის ეკონომიკა და საქართველო~ - გეგმის მონახაზი.
თავის გამოსვლებში ბატონებმა თემურ ბერიძემ და დავით ჩიკვაიძემ ისაუბრეს განხილული მიმართულებით სტუდენტური ცენტრის მუშაობის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ასეთი პროექტის გახორციელება ხელს შუწყობს სტუდენტთა კვლევითი საქმიანობის გააქტიურებას და გარკვეულ წვლილს შეიტანს ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.















Print

« იხ. ყველა სიახლე