2014-02-14
რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის #151/01–01 ბრძანებით (იხ. ბრძანება და დანართი) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს.
1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, ფორუმზე წარსადგენ სამეცნიერო მოხსენებას, წარადგენს ფაკულტეტის კანცელარიაში.
2. ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტის წარმოდგენილი მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში, ან მოსმენილია წინა წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე.
3. დოქტორანტის სამეცნიერო მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინ წელს განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში.
4. მოხსენების ავტორი (ავტორთა ჯგუფი) უნდა იყოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი.
5. სტუდენტი ფორუმში მონაწილეობისათვის, განაცხადს, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ან/და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირის წერილობითი რეკომენდაციით, წარადგენს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ, მაღლივი კორპუსი, ოთახი # 310).
6. სტუდენტმა განაცხადში უნდა მიუთითოს თავისი და სხვა თანაავტორების სამეცნიერო წვლილი და წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი, 18.00 სთ.
თეიმურაზ ბერიძე
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე,
ასოცირებული პროფესორი,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
« იხ. ყველა სიახლე