2019-12-09

აუდიტორული და საფინანსო საკონსულტაციო კომპანია მოორ ეიბისის Moore Abc, LLC დასაქმების პოლიტიკის პრეზენტაცია თსუ სტუდენტებისათვის

აუდიტორული და საფინანსო საკონსულტაციო კომპანია მოორ ეიბისი Moore Abc, LLC აცხადებს ვაკანსიებს და ამ მიზნით მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის მაღალკურსელ სტუდენტებს იწვევს შეხვედრაზე პარასკევს, 13 დეკემბერს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები მოახდენენ კომპანიისა და მისი დასაქმების პოლიტიკის პრეზენტაციას.

აუდიტორული და საფინანსო საკონსულტაციო კომპანია მოორ ეიბისი Moore Abc, LLC წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას, რომელიც 2008 წლიდან ეწევა მომსახურებას საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში. მისი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურეობის გაწევა წამყვანი ქართული და უცხოური ბიზნესებისათვის შესაბამისი ბიზნეს გადაწყვეტილების შეთავაზების გზით.  კომპანიის გუნდი შედგება მაღალმოტივირებული თანამშრომლებისგან, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტი ორგანიზაციებისთვის მაღალი სერვისის შემდეგი შეთავაზებას, მათ შორის:

    აუდიტი და მარწმუნებელი გარიგებები
    საშემფასებლო მომსახურება
    საგადასახადო და იურიდიული მომსახურება
    საბუღალტრო მომსახურება
    ხელფასის ადმინისტრირება

კომპანია მოორ ეიბისი Moore Abc, LLC წარმოადგენს აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის “Moore Global Network Limited“- ის დამოუკიდებელ წევრ კომპანიას. ქსელი მოიცავს 609 ოფისს 112 ქვეყანაში, სადაც გაერთიანებულია 30,000-ზე მეტი თანამშრომელი და შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდ აშშ დოლარს.
Print

« იხ. ყველა სიახლე