მსოფლიო ბანკის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორის, ბატონი ასად ალამის სემინარი თსუ–ში

15 დეკემბერს, ოთხშაბათს, 11:00 საათზე თსუ X კორპუსის 206 აუდიტორიაში ტარდება მსოფლიო ბანკის სემინარი თემაზე: ,,გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგები სამხრეთ კავკასიაში”, რომელსაც წარუძღვება მსოფლიო ბანკის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, ბატონი ასად ალამი.

15 December, Wednesday, 11.00 a.m. in the 206 auditorium of TSU X campus will be held the seminar of The Head of World Bank's South Caucasus Region, Mr. Asad Alam, who speaks about "Implications of Global Financial Crisis in the Countries of South Caucasus".





ასად ალამი
რეგიონული დირექტორი
სამხრეთ კავკასიის რეგიონული განყოფილება
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი
მსოფლიო ბანკი


ბატონ ასად ალამს მინიჭებული აქვს ქ. ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხი და ფლობს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლის ბაკალავრის ხარისხს.

1993 წელს, ბატონმა ასადმა მსოფლიო ბანკის ჯგუფში დაიწყო მუშაობა ახალგაზრდა სპეციალისტად. იგი, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა რეგიონებში მუშაობდა: ლათინური ამერიკა, აღმოსავლეთ აზია, აფრიკა, ევროპა და ცენტრალური აზია. 2009 წლის იანვრიდან ბატონი ასადი დაინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორად სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში – ოფისით თბილისში.

ბატონი ასადისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და განვითარების საკითხები. მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა სიღარიბე, ვაჭრობა, პროდუქტიულობა, უთანასწორობა და ფისკალური საკითხები. მისი თანაავტორობით შექმნილი მსოფლიო ბანკის ბოლო პუბლიკაციებია: 2008 წელს ‘პროდუქტიულობის ამაღლება აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში’ და 2005 წელს ‘ეკონომიკური ზრდა, სიღარიბე და უთანასწორობა აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში’.


Asad Alam
Country Director
South Caucasus Country Department
Europe and Central Asia Region
The World Bank

Mr. Asad Alam holds a Ph.D. in Economics from Columbia University, New York, USA and a B.Sc. in Economics from The London School of Economics and Political Science, United Kingdom.

Mr. Alam joined the World Bank Group as a Young Professional in 1993. Mr. Alam has worked on countries in different regions of the world, including Latin America, East Asia, Africa, and Europe and Central Asia. Since January 2009, he has been the Regional Director for the South Caucasus – Armenia, Azerbaijan, Georgia – and is based in Tbilisi.

Mr. Alam has a strong interest in inclusive growth and development issues. He has written and published on various subjects including productivity, poverty, inequality, trade, and fiscal issues. His most recent co-authored publications include the World Bank publications, Unleashing Prosperity: Productivity Growth in Eastern Europe and the former Soviet Union (2008) and Growth, Poverty and Inequality in Eastern Europe and the Former Soviet Union (2005).