ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-22

საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სვანეთში - „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: მწვანე ეკონომიკის მართვა”

 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატის (დეკანი ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ბერიძე), ამავე ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის (ხელმძღვანელი პროფესორი დავით ნარმანია) და ამავე ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი) ინიციატივით და ორგანიზებით 2014 წლის 14-17 ივლისს მესტიაში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: მწვანე ეკონომიკის მართვა”, რომელიც მიეძღვნა ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს აღნიშვნას.







კონფერენციაში, თსუ სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად მონაწილეობდნენ ისრაელის და უკრაინის უნივერსიტეტების პროფესორები, მეცნიერები და ბიზნესმენები. კერძოდ: აიალ კიმჰი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი; ოქსანა რიაბჩენკო, უკრაინის ბიორესურსების და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტის პროფესორი; აჰარონ გაგულაშვილი, ისრაელის კომპანია NETAFIM–ის წარმომადგენელი საქართველოში და ვახტანგ გოგალაძე, ამავე კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი საქართველოში.





კონფერენციის მომხსენებლებსა და დამსწრეებს  შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, თსუ-ს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მმართველობითი სტრუქტურების/პროფესურის, მესტიის საკრებულოს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს საპატრიარქოს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.








მოხსენებათა დიდი ნაწილი, გუნდური ნაშრომების (2-3 ადამიანი) სახით, წარმოადგინეს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა. მათთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტმა ზაქარია წითლაურმა, თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლის მოსწავლეებმა გვანცა კურატიშვილმა, ანა კურტანიძემ, ირაკლი ჩიტიძემ და წმ.  ილარიონ ქართველის  სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლემ მარიამ ფირცხელიანმა.
გამოიცა კონფერენციის შრომათა კრებული.





კონფერენციის მხარდამჭერები: თსუ ადმინისტრაცია; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა; საქართველოს საპატრიარქოს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია; ისრაელის საელჩო საქართველოში. მხარდამჭერებს  შორის ასევე არიან პროფესორი დავით ნარმანია და პროფესორი მანანა ხარხელი.

ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუძღვნით:

1. მასპინძელთა მხრიდან
:

- მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს (ქიტიაშვილს);
- საქართველოს საპატრიარქოს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის სკოლა-გიმნაზიის დირექტორს, დეკანოზ ბასილის;
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ კაპიტონ ჟორჟოლიანს;
- მესტიის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ მაიზერ ჯაფარიძეს;
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს, ქალბატონ თინათინ ფრუიძეს;
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს, ქალბატონ ლელა მერლანს;
- მწერალს და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ ერეკლე საღლიანის.

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან:

- თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას;
- თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თეიმურაზ ბერიძეს;
- მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით ნარმანიას (თბილისის არჩეულ მერს);
- მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ ეთერ ხარაიშვილს;
- მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ მანანა ხარხელს;
- საქართველოს განათლების მინისტრის მრჩეველს, ბატონ ოთარ აბესაძეს;
- თსუ რექტორის მრჩეველებს, ბატონებს ირაკლი მურცხვალაძეს და ვახტანგ ჭარაიას.
- თსუ საბავშვო უნივერსიტეტის "ნორჩ ეკონომისტთა სკოლის" ხელმძღვანელს, ქალბატონ მარი უკლებას

3. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეას“

- ბატონ გიორგი შიხაშვილს- ცენტრის დირექტორს
- ბატონ თენგიზ თაქთაქიშვილის - ცენტრის დირექტორის მოადგილეს
- ცენტის თანამშრომლებს, აქტიურ მკვლევარებს, დოქტორანტებს და წარჩინებულ სტუდენტებს

4. განსაკუთრებული მადლობა
ისრაელის ელჩს საქართველოში ბატონ იუვალ ფუქსს.



კონფერენციის პროგრამა (იხილეთ ბმული)



 





Print

« იხ. ყველა სიახლე