2019-03-15

ინფორმაცია სტუდენტების დაფინანსების შესახებ

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ,  მიზნობრივი ქვეპროგრამის - „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ ფარგლებში, ფინანსდებიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში.

სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე. კერძოდ:

•  51-70 ქულა სწავლის საფასურის 50%;
•  71-90 ქულა სწავლის საფასურის 70%  (სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში
აქვს 40 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, სტუდენტი იღებს 100% დაფინანსებას);
•  91-100 ქულა სწავლის საფასურის 100%.

თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30%, 50% ან 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური შეევსება 100%-მდე.

დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა ქალაქ თბილისის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  •  პირადობის მოწმობის ასლი;
  •  ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  •  ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  •  უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  •  უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი;
  •  რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
  •   სამოტივაციო წერილი.

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისათვის განცხადებები მიიღება 2019 წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით. მის.: შარტავას ქ. #7 (ქალაქ თბილისის მერიის კანცელარია).
ტელ.: 2 37 84 55

Print

« იხ. ყველა სიახლე