2016-10-26
IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანობა და ეკონომიკა"
IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანობა და ეკონომიკა“. 2016 წლის 22-23 ოქტომბერს ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანობა და ეკონომიკა“. აღნიშნული თემატიკის კონფერენციები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით 2005 წლიდან ტარდება. ამჯერდაც, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი კონფერენციის თანაორგანიზატორი იყო.
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 41 მონაწილემ და წარმოდგენილი იყო 37 მოხსენება, მათ შორის უკრაინიდან და ბელორუსიდან. აღსანიშნავია, რომ უცხოელი კოლეგები უკვე მეორედ მონაწილეობდნენ კონფერენციების ამ ციკლში. ბელორუს კოლეგებთან სამეცნიერო კავშირები გაღრმავდა მიმდინარე წელს მინსკში (ბელორუსი) ჩატარებულ ანალოგიური შინაარსის კონფერენციაში ქართველი მომხსენებელების ჩართვით.
მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანობა და ეკონომიკა“ გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ღავთაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი აკაკი ბაკურაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე, ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბაბუნაშვილი. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და ისინი დალოცა დეკანოზმა ნიკოლოზმა (ნიკოლაიშვილი) და დეკანოზმა ლაზარემ (კანდელაკი).
პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა სექციებში, სადაც გაიმართა საინტერესო დისკუსია და კამათი.
კონფერენციის მუშაობის მეორე დღეს მისი მონაწილეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე გელათის, მოწამეთასა დაა ბაგრატის სამონასტრო კომპლექსების დასათვალიერებლად. კონფერენციის ყველა მონაწილე დიდ მადლიერებას გამოთქვამს ქუთაისელი ორგანიზატორების გულღია და გულუხვი მასპინლობისთვის.
ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებით კიდევ უფრო გაღრმავდა სამეცნიერო თანამშრომლობა მონაწილე უნივერსიტეტებს შორის, დაიგეგმა ერთობლივი სტატიების მომზადება.
კონფერენციის მუშაობა ფართოდ გააშუქა სატელევიზიო არხმა „რიონი“.

« იხ. ყველა სიახლე