2017-04-26

ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

26 აპრილს თსუ მაღლივ  კორპუსში გაიმართება ცნობილი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების: დევიდ ნ. უეილის - "ეკონომიკური ზრდა" და აგნეს ბენასი - კუერი, ბენუა კიური, პიერ ჟაკი, ჟან პისანი-ფერო - "ეკონომიკური პოლიტიკა (თეორია და პრაქტიკა)" ქართული თარგმანებისა და ასევე ახალი ქართული სახელმძღვანელოს "ინფორმატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში (პრაქტიკუმი)" - პროფესორ დემურ სიჭინავას რედაქციით პრეზენტაცია.

პრეზენტაციას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე. ეკონომიკური ზრდის სახელმძღვენელოს შესახებ, ვრცლად ისაუბრა მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნოდარ ხადურმა, ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელო წარადგინა ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რევაზ გველესიანმა, ხოლო ინფორმატიკის სახელმძღვანელო დამსწრეთ გააცნო, ინფორმატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დემურ სიჭინავამ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი, უნივერსიტეტის კანცლერი, ქალბატონი ნუნუ ოვსიანიკოვა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
Print

« იხ. ყველა სიახლე