2017-03-29

კონკურსი სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილმა სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელმა საბჭომ შეიმუშავა სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი  (იხ. ბრძანება).

წესის თანამხმად, სტუდენტური პროექტის წარდგენა შეუძლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სამივე საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს.

ძირითადი თემატიკა:
•სამეცნიერო პროექტები
•კულტურული / სპორტული პროექტები

საბჭოს წევრები სამეცნიერო პროექტებს შეაფასებენ საბჭოს მიერ შემუშავებული შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ( იხ.შეფასების ფორმა). ხოლო კულტურულ / სპორტულ პროექტებს – შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ( იხ.შეფასების ფორმა).

სამეცნიერო პროექტის შემთხვევაში სტუდენტმა ან სტუდენტთა ჯგუფმა უნივერსიტეტის კანცელარიაში (ოთახი N114) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.განცხადება სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს სახელზე;
2.სამეცნიერო პროექტი;
3.სარეკომენდაციო წერილი;
4.სტუდენტ(ებ)ის ავტობიოგრაფია (CV);
5.სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

2017 წლის განმავლობაში სამეცნიერო პროექტების მიღება შესაძლებელი იქნება უწყვეტ რეჟიმში.
კულტურული / სპორტული პროექტის  წარმოდგენის შემთხვევაში:

1.განცხადება სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს სახელზე;
2.კულტურული / სპორტული პროექტი;
3.სარეკომენდაციო წერილი.
4.სტუდენტ(ებ)ის ავტობიოგრაფია (CV);
5.სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

2017 წელს კულტურული / სპორტული პროექტის წარდგენის ვადები:

• 30 აპრილამდე – მაისში, ივნისში, ივლისსა და სექტემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის
• 30 სექტემბრამდე – ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის

პროექტის დასრულების შემდეგ პროექტის ავტორ(ებ)მა პროექტის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საბჭოს სახელზე უნდა წარმოადგინონ პროგრამული და ფინანსური ანგარიში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ეკა კვირკველიას.
(ელფოსტა: eka.kvirkvelia@tsu.ge)

http://online.tsu.edu.ge/ge/main_news/LpUxbgkPspOEhAo6d

Print

« იხ. ყველა სიახლე