საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შეხვედრა სტუდენტებთან


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გამართავს პრეზენტაციას, რომლის მიზანია სტუდენტებს გააცნოს მომსახურების სააგენტოს მუშაობა, მიმდინარე ინოვაციები,  და უნივერსალური ქართული პორტალი „eAuction.ge“.

პრეზენტაციის ფარგლებში დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართება იმიტირებული აუქციონი. ასევე, მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ უფასო რეგისტრაცია ვებ გვერდზე www.eAuction.ge.

საუბარი ასევე იქნება მომსახურების სააგენტოში სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივებზე.

პრეზენტაცია გაიმართება პარასკევს, 14 ივნისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X (მაღლივი) კორპუსის 206–ე აუდიტორიაში, 14:00 საათზე.