2017-01-11
ხუთშაბათს, 12 იანვარს, 15:00 საათზე, თსუ-სმე-10 (მაღლივ) კორპუსში, უდიტორია #205 (უნივერსიტეტისქუჩა #2) ს.ს. ლიბერთი ბანკი გამართავს ღია კარის დღეს, სადაც დაინტერესებულ სტუდენტებს წარუდგენენ პრეზენტაციას ბანკში არსებული სტაჟირების პროგრამისა და შემდგომი დასაქმების შესახებ.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი სამუშაოდ იწვევს წარმატებულ სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან. სტაჟირების ძირითადი მიზანი ლიბერთი ბანკის ერთგული და ლოიალური კადრების მოძიება და დასაქმებაა. სტაჟირება წარმოადგენს ლიბერთი ბანკში დასაქმების პირველე ტაპს.
ლიბერთი ბანკი გთავაზობთ, გაიაროთ სამთვიანი სტაჟირების პროგრამა სერვისკონსულტანტის/სტაჟიორის არაანაზღაურებად პოზიციაზე ბანკის სხვადასხვა ფილიალებსა და სერვისცენტრებში.
სტაჟიორზე დაკისრებული მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულებაკი, საშუალებას მოგცემთ წარმატებით განაგრძოთ კარიერა ბანკში.
შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლები დეტალურად გაგაცნობენ სტაჟირების პროგრამას, იქვე გექნებათ საშუალება გაესაუბროთ მათ და შეავსოთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებებს!
« იხ. ყველა სიახლე