2020-04-06

ელექტრონული სწავლების კონცეფცია

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლულტეტზე ელექტრონული სწავლების კონცეფცია

მუხლი 1.ზოგადი დებულებები

1.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლულტეტზე ელექტრონული სწავლების კონცეფცია (შემდგომში - ,,კონცეფცია“) ეყრდნობასსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესს.
2.ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლულტეტზე ელექტრონული სწავლების კონცეფცია თუ არ მოდის შესაბამისობაში სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესთან, მოქმედებს  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესი.


მუხლი 2. ელექტრონულპლატფორმებზე სასწავლო კომპონენტის ამოქმედება

1.უნივერსიტეტში ელექტრონული ასინქრონული კომუნიკაციისათვის გამოყენებული შეიძლება იყოს თსუ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა LMS და სასწავლო პლატფორმა Moodle. ასავე მასალები შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
2.ელექტრონული სწავლების სინქრონული კომუნიკაციისათვის გამოყენებული შეიძლება იყოს ონლაინ პლატფორმა zoom.
3.2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მოხდება სილაბუსესბში სასწავლო კომპონენტების მოდიფიკაცია. წარმოდგენილი იქნება ორი სასწავლო კომპონენტი მიმდინარე (30 ქულა) და ფინალური (70 ქულა). მიმდინარე კომპონენტის მინიმალური ზღვარია 11 ქულა, ხოლო ფინალურ გამოცდაზე მინიმალური ზღვარია 35 ქულა. მიმდინარე შეფასების კომპონენტის დეტალურ გაწერას ახდენს საგნის პედაგოგი კათედრის ხელმძღვანელსა და ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. მიზანშეწონილია უპირატესობა მიენიჭოს ისეთ აქტივობებს როგორიცაა: ესე, პროექტი (ჯგუფური ან ინდივიდუალური), ინდივიდუალური დავალება. გაწერა უნდა დასრულდეს მ.წ. 10 აპრილამდე და სწავლების ასინქრონული ფორმების მეშვეობით ეცნობოს სტუდენტებს. 
4.საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები შესრულდება თსუ-ში მოქმედი წესების მიხედვით და მატი მონიტორინგი განხორციელდება დადგენილი წესებით. 


მუხლი 3. ელექტონული სწავლებისადმინისტრირება

1.სასწავლო პროცესებში ელექტრონული კომპონენტების გამოყენების კოორდინირების მიზნითფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით იქმნება ელექტრონული სწავლების მართვის  ჯგუფი.
2.ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფი  ჯგუფი:

1.პროფესორი გიორგი ღაღანიძე,   დეკანი(ჯგუფის ხელმძღვანელი)
2.ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი, დეკანის მოადგილე
3.ირმა მშვენიერაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
4.ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი
5.ასოცირებული პროფესორი რუსუდან სეთურიძე
6.მამუკა ხუსკივაძე,ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე
7.ლალი ჩიკვილაძე, მთავარი სპეციალისტი
8.ელისო კვირკაშვილი, მთავარი სპეციალისტი
9.ზვიად სიგუა, მთავარი სპეციალისტი (ტექნიკური დახმარების ქვეჯგუფის ხელმძღვანელი) 
1.ირაკლი სიგუა,უფროსი სპეციალისტი  (IT დეპარტამენტი)
2.დალი არახამია,  მთავარი სპეციალისტი
3.ნინო ლობჟანიძე, უფროსი სპეციალისტი
4.ნინო ტალიკაძე, უფროსი სპეციალისტი
5.შორენა დავითაია, პროფესორის ასისტენტი
6.ზურა კუბლაშვილი, უფროსი სპეციალისტი (მონიტორინგი)
  • გამონაკლის შემთხვევებში ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით განხორციელდება შეფასების განსხვავებული კომპონენტების ფორმირება. საბოლოო შეთანხმება შედგება თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

მუხლი 4. ელექტონული სწავლების დაწყება და ვადები

1.2020 წლის 23 მარტიდან სავარაუდოდ 2 კვირით იწყება ასინქრონული სწავლება. ამავე პერიოდში სინქრონულ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით ტარდება მოსამზადებელი სამუშაოები ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით.
2.2020 წლის 27 მარტამდე  სასწავლო პროცესში ჩართული ყველა აკადემიური და მოწვეული  პერსონალი დარეგისტრირდა ონლაინ პლატფორმა zoom-ში. 
3.კათედრის ხემძღვანელი ახდენს, ელექტრონული სწავლების პროცესში აკადემიური და მოწვეული პერსონალის მიერ სტუდენტებისათვის სასწავლო მასალის უწყვეტი მიწოდების მონიტორიგს. ყოველი კვირის პარასკევს წარმოადგენს მოკლე ინფორმაციას მომდევნო კვირის სასწავლო მასალის მიწოდების შესახებ. 
4.პედაგოგები, რომლებიც მოწვეულია სხვა ფაკულტეტებიდან (მ.შ. ენების ცენტრი) ინფორმაციას წარმოადგენენ ფაკულტეტის სასწავლო პროცესისი მართვის სამსახურში.
5.ელექტრონული სწავლების სინქრონულად ჩატარებული ლექცია/სემინარების ჩანაწერები აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგების მიერ ინახება მათთან და გამოიყენება საჭიროების შემთხვევაში ჩატარებული ლექცია/სემინარების დამადასტურებელ მასალად.
6.ელექტრონული სწავლების სინქრონული ლექცია/სემინარების მონიტორინგს განხორციელებს  მონიტორინგის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, რისთვისაც მას გადაეცემა აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგების აიდი კოდები.
  • ჯგუფი აქტურად მუშაობს ფაკულტეტის დოქტორანტებთან და სტუდენტურ თვითმართველობასთან.
Print

« იხ. ყველა სიახლე