2017 წლის გაზაფხულის სემესტრში ეკონომიკისა და ბიზნენის ფაკულტეტის სტუდენტებისაგან შემდგარმა ჯგუფმა, ,,Group 11" გაიმარჯვა კონკურსში ,, სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2017". პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით ყოველწლიურად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ატარებს. ჩვენმა სტუდენტებმა დაიკავეს პირველი ადგილი და მოიპოვეს დაფინანსება საერთაშორისო სასწავლო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ფინანსური მჯარდაჭერით 3 ნოემბერს Group 11 მიემგზავრება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში Global Social Business Summit-ში მონაწილეობისათვის.
გუნდის თითოეულ წევრს, ქეთევან მაჩაიძე, ანა სალუქვაძე, თამაზ ბრეგაძე, მარიამ შაშიაშვილი, ვულოცავთ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას.