ბეჭდვა |/ დახურვა |
საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდება 2016 წლის 11 თებერვლიდან 2016 წლის 16 თებერვლის ჩათვლით (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X ) ოთახი № 307 );
განმცხადებელი ვალდებულია საბუთების მიმღებ აპარატს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)განცხადება (იხ. დანართი №1)
ბ) სამეცნიერო კვლევითი პროექტის აღწერილობა;
გ) კვლევითი პროექტის ხარჯთაღრიცხვა;
დ)პროექტში მონაწილეთა CV;
ე) პროექტში მონაწილე სტუდენტთა ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი.
ვ) სტუდენტთა წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი №2)
იხ. დანართი „ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ შესახებ
ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცდა მიმდინარე წლის მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროგრამის სამეცნიერო - კვლევით თემატიკა:
ა) თეორიული ეკონომიკის მიმართულება;
ბ) ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულება;
გ) საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის მიმართულება;
დ) მიკროეკონომიკის მიმართულება;
ე) მაკროეკონომიკის მიმართულება;
ვ) ეკონომეტრიკის მიმართულება;
ზ) ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის მიმართულება;
თ) ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულება;
ი) ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის მიმართულება;
კ) საერთაშორისო ბიზნესის მიმართულება;
ლ) მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულება;
მ) მარკეტინგის მიმართულება;
ნ) ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულება;
ო) ეკონომიკისა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება;
პ) ბიზნესის სამართალი (ინტერდისციპლინარული).