ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-28

პროფესორ რევაზ გოგოხიას 80 წლის იუბილე

დღეს, 2016 წლის 28 აპრილს, გამოჩენილ ქართველ მეცნიერ - ეკონომისტს, მრავალი თაობების აღმზრდელ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს, ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" მთავარ რედაქტორს, ყველასათვის საყვარელ და ძვირფას ადამიანს ბატონ რევაზ გოგოხიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა!

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით ვულოცავთ პროფესორ რევაზ გოგოხიას ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს და ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, კვლავაც წარმატებულ და ნაყოფიერ  სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას!

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესორი რევაზ გოგოხია წარდგენილია უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს ივანე ჯავახიშვილის მედლის მისაღებად!
Print

« იხ. ყველა სიახლე