2017-01-26

ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების ქართული თარგმანის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტებისათვის მომზადდა სამი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი:


1. ჯონ დ. დენიელსი, ლი ჰ. რედებოგი, დენიელ პ. სალავინი - საერთაშორისო ბიზნესი: გარესამყარო და ოპერაციები;

2. ფილიპ კოტლერი, კევინ ლეინ კელერი - მარკეტინგის მენეჯმენტი;


3. ჯეფრი მ. ვულდრიჯი - შესავალი ეკონომეტრიკაში.


აღნიშნული სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გაიმართება: 

2017 წლის 30 იანვარს 12:00 საათზე, 
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (მაღლივი კორპუსის მე-2 სართული).

სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების დასწრება თავისუფალია!

Print

« იხ. ყველა სიახლე