ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-02

ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში აპრობირებული პედაგოგიური პროგრამის - ,,სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამის” საპრეზენტაციო მასალები

მიმდინარე წლის 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სასწავლო ვორქშოფი, რომლის მიზანი იყო ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში აპრობირებული პედაგოგიური პროგრამის - ,,სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამის” გამოცდილების გაზიარება. 
 


ვორქშოფს გაუძღვა ამავე პროგრამის წარმომადგენელი, განათლების დარგის დოქტორი როის ჯეფერსონ ჯორჯი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი, ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის საჯარო ადმნისტრირების მაგისტრი დავით დარსაველიძე.

ვორქშოფი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო  დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

ვორქშოფი გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ.
    


აღნიშნული ვორქშოფები ტეხასის უნივერსიტეტში მოქმედი სრული პროგრამის შემოკლებული ვერსიას წარმოადგენდა და პროფესორების მიერ სტუდენტების სწავლებისთვის აუცილებელ რამდენიმე ასპექტს მოიცავდა:

•          სწავლების ფილოსოფია
•          პირველი დღე /შეხვედრა სტუდენტებთან (სილაბუსებისა და სხვა  მოთხოვნების გაცნობა, თავისუფალი ინტერაქციისა და ნდობის ფაქტორის ჩამოყალიბება)
•          მოტივაცია და ჩართულობა, სტუდენტთა სწავლების სტილი, მეთოდები
•          ეფექტური პრეზენტაცია
•          კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული სწავლება
•          სწავლება დიდი და მცირე აუდიტორიის შემთხვევაში
•          გუნდური მუშაობა

 

ვორქშოფის საშუალებით უნივერსიტეტის პროფესორები, მოწვეულ პედაგოგები, დოქტორანტები და დაინტერესებული პირები გაეცნენ, როგორ ხდება ამერიკაში პედაგოგთა სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარება, რა მოთხოვნებია და რას აქცევენ ყურადღებას აშშ-ს უნივერსიტეტების პროფესორები სტუდენტთა სწავლების დროს.



სამდღიანი ვორქშოფის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ვორქშოპის მასალები (იხ. დანართი)




Print

« იხ. ყველა სიახლე