2016-10-26

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების საყურადღებოდ


სს Business Georgia-ს შექმნის სტრატეგულ მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, როგორც ქართული, ასევე უცხოური ბიზნეს სექტორებისათვის, ინვესტორთათვის და თითოეული იმ დაინტერესებულიმხარისათვის, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ხელსაყრელი კლიმატის ფორმირების პროცესში.

კომპანიის აქტივობები მოიცავს ორენოვანი ბიზნეს ჟურნალის Business Georgia-ს გამოცემას, ბიზნეს ფორუმებსა და ბიზნეს ტურებს.

31 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, Business Georgia სთავაზობს დაინტერესებულ პირებს უფასო ტრენინგს B2B გაყიდვების მიმართულებით. ( http://businessgeorgia.ge/b2b-sales/ )

ჩვენი ტრეინინგი გათვლილია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის. მთავარი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა, რადგან ტრეინინგი ინგლისურ ენაზე წარიმართება.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა პარასკევის, 28 ოქტომბრის, 15:00 საათამდე გადმოაგზავნეთ განაცხადი და რეზიუმე მისამართზე hr@businessgeorgia.ge

ტრეინინგი იწყება ორშაბათს 31 ოქტომბერს.
შაბათს, 29 ოქტომბერს, ჩატარდება შესარჩევი გამოცდა აპლიკანტებისათვის.

მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი http://businessgeorgia.ge/b2b-sales/ სადაც მოცემულია ყველა ინფორმაცია რაც შეეხება  B2B გაყიდვების ტრეინინგს.

Print

« იხ. ყველა სიახლე