ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-10

შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად იგეგმება შეხვედრა ხუთშაბათს 13 ივნისს 13:00 საათზე თსუ მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში.


ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა კურსდამთავრებულისათვის.


ვაკანსიათა რაოდენობა: შეზღუდული არ არის
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის 88/15
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (+ ბონუსები).


შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. შერჩეული კანდიდატები  დასაქმდებიან ირაოს საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

•    საცალო სეგმენტის დაზღვევა.
•    ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
•    პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
•    გაყიდვების განხორციელება;
•    გაყიდვების შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
•    არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა;
•    კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
•    არსებული ხელშეკრულებების ვადების კონტროლი;
•    სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
•    ახალი პროდუქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და არსებულ პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებების შეთავაზება.


კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ–ჩვევები:

•    შემოქმედებითობა;
•    პრეზენტაბელურობა;
•    კომუნიკაბელურობა;
•    დამაჯერებლობა;
•    შრომისმოყვარეობა;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.
                           
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად იგეგმება შეხვედრა ხუთშაბათს 13 ივნისს 13:00 საათზე თსუ მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში. 
დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ გამოაგზავნონ  CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: intern@irao.ge წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


Print

« იხ. ყველა სიახლე