2014-09-15

პირველსემესტრელთა საზეიმო მიღება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატის და პროფესორ-მასწავლებლების სახელით გაიმართა პირველსემესტრელ სტუდენტთა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი.




პირველსემესტრელებს ჩვენი ეროვნული სიამაყის, დედა უნივერსიტეტის სტუდენტის საპატიო წოდების მინიჭება და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სწავლაში წარმატებები უსურვეს:

- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ;
- მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა,  პროფესორმა ნოდარ ხადურმა;
- მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა, ქალაქ თბილისის მერმა,  პროფესორმა დავით ნარმანიამ;
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა, აკადემიკოემა ავთანდილ სილაგაძემ;
- ეკონომიკის პრინციპების კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა;
- ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეიმურაზ შენგელიამ;
- ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელმა ლიკა გოდერძიშვილმა.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ უნივერსიტეტის ემბლემიანი სამახსოვრო საჩუქრებით და ფაკულტეტის პროფესორების მიერ გამოცემული წიგნებით დააჯილდოვა  ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენთა შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს:

ეკონომიკის პროგრამა:
1.    კაკალაშვილი გიგა  - 2221,8  ქულა
2.    კაცაძე ბექა  - 2217,2  ქულა
3.    ფოცხორაია ოთარი  - 2199,2  ქულა

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა:
1.    ცანავა ნინო  - 2201,8  ქულა
2.    გობეჯიშვილი კონსტანტინე  - 2194,6  ქულა
3.    ოქრუაშვილი ნინო  - 2188,8  ქულა

შეხვედრის დასასრულს სტუდენტმა გიგა კაკალაშვილმა პირველსემესტრელების სახელით მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დეკანატს და პროფესორ-მასწავლებლებს მილოცვისა და თბილი დახვედრისათვის.

გაისმა სტუდენტური ჰიმნი "გაუდეამუს იგიტურ" (ტექსტი იხილე აქ)

Print

« იხ. ყველა სიახლე