ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-29

დოქტორანტების საყურადღებოდ!


2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით ცხადდება საბუთების მიღება

საბუთების მიღება - 3 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10.00  - 17.00 სთ.):

ა) განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე (დანართი №1)
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია (CV);
დ) წინამდებარე წესის (დანართი №2)  გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და  სტუდენტის სასწავლო ბარათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ X კორპუსი (მაღლივი კორპუსი),
ოთახი № 307.


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტი დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში „უნივერსიტეტი“) დოქტორანატთა საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემესტრულ (ერთი სემესტრის განმავლობაში) დაფინანსებას, თითოეული ფაკულტეტის 5 დოქტორანტისათვის. უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შემდგომში „ფაკულტეტი“) დოქტორანტების შერჩევის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესის შესაბამისად.
2.    უნივერსიტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს დაფინანსების (ნებისმიერი სახის დაფინანსება, რომელიც გამოიყენება დოქტორანტურაში დადგენილი სწავლის საფასურის ან მისი ნაწილის დასაფარად) და დოქტორანტურის საგანამნათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების ნებისმეირი სახის დაფინანსების (მათ შორის საგრანტო) არმქონე სტუდენტთა დაფინანსებას შერჩევის საფუძველზე, აკადემიური (სამეცნიერო) შედეგების გათვალისწინებით.
3.    საუნივერსიტეტო დაფინანსების მქონე კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს კომისია. კომისიის შემადგენლობა შედის ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო სფეროში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები და ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში.
4.    საუნივერსიტეტო დაფინანსების მიმღები დოქტორანტები შეირჩევიან ფაკულტეტის შემდეგი სადოქტორო პროგრამებიდან:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების  სადოქტორო პროგრამა;
 ბ) ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა;
გ) ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამა.
5.    საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა:
ა) დამატებითი სემესტრის დოქტორანტებზე;
ბ) დოქტორანტებზე, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
გ) დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებულ დოქტორანტებზე;
დ) პირველი სემესტრის დოქტორანტებზე;
ე)  სხვა სახის დაფინანსების მქონე დოქტორანტებზე.

მუხლი 2. კონკურსში მონაწილეობა

1.    კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია, ფაკულტეტის საბუთების მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე (დანართი №1)
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია (CV);
დ) წინამდებარე წესის დანართი №2 გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და  სტუდენტის სასწავლო ბარათი.
2.    კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ფაკულტეტის დოქტორანტს, რომლის GPI არის არანაკლებ 3.5.
3.    საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საბუთები მიღებას არ ექვემდებარება და განმცხადებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე ხარვეზის გამოსასწორებლად.
4.    საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადას განსაზღვრავს ფაკულტეტის დეკანი  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბრძანების გამოცემის გზით. კონკურსანტის მიერ საბუთების მიღების ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
5.    შესარჩევ კომისიას საბუთების ვადის მიღების დამთავრების შემდეგ გადაეცემა კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.


მუხლი 3. კონკურსანტის შეფასება:

1.    შესარჩევი კომისია დოქტორატურის სტუდენტს აფასებს  100 ქულიანი სისტემით წინამდებარე წესის დანართი №2 გათვალისწინებული წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე. წინამდებარე წესის დანართი №2 გათვალისწინებული აქტივობა – 70 ქულით, ხოლო გასაუბრება – 30 ქულით.
2.    შესარჩევი კომისიის მიერ ფასდება მხოლოდ დოქტორანტის მიერ წინა სემესტრში  წინამდებარე წესის დანართი №2 გათვალისწინებული აქტივობა, განსაზღვრული ქულების მიხედვით.  
3.    თუ კონკურსში მონაწილე დოქტორანტს წარმოდგენილი აქვს რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაცით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, სადაც მიღებული აქვს მონაწილეობა ერთიდაიგივე ნაშრომით, შეფასდება მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ყველაზე რეიტინგული აქტივობა.


მუხლი 4. გამარჯვებულის გამოვლენა

[1] წინა სემესტრის პერიოდში იგულისხმება ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებიდან მომდევნო სემესტრის ადმინისტრაციულ რეგისტრაციის დაწყებამდე პერიოდი.
1.    საკონკურსო კომისიის მიერ დოქტორანტურის სტუდენტებისგან შეირჩევა ერთი – II სემესტრის დოქტორანტი, ორი – III და/ან IV სემესტრის დოქტორანტი, ორი – V და/ან VI სემესტრის დოქტორანტი.
2.    გამარჯვებულად გამოცხადდება დოქტორანტი რომელიც დააგროვებს ყველაზე მაღალ შეფასებას წინამდებარე წესის მე-3 მუხლი პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაბამისი სემესტრისთვის განსაზღვრული ადგილების ოდენობის მიხედვით.

მუხლი 5. დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების გაცემის წესში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა

1.    დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების წესს შეიმუშავებს  და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.
2.    დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით.



მუხლი 6. დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების წესის ამოქმედება

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების წესი ამოქმედდეს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე.










 

Print

« იხ. ყველა სიახლე