ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების
წარმატებული ვიზიტი ვარშავაში
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის წარმატებულმა სტუდენტებმა: რუსუდან გურაშვილმა, სალომე ექიზაშვილმა, ლოლიტა რურუამ, მარინე ბიწაძემ, გივი ლობჯანიძემ და თორნიკე რთველიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ვარშავის ეკონომიკურ სკოლაში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე: გაცვლა გამოცდილებისათვის: ,,საჭირო უნარები - გაიუმჯობესე საკუთარი შესაძლებლობები’’( „Exchange for Experience: Soft Skills – Polish Yourself Up”). კონფერენცია ჩატარდა ა/წ 18-22 ნოემბერს.
აღნიშნულ ღონისძიებაში მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტების (რუსუდან გურაშვილი, სალომე ექიზაშვილი, ლოლიტა რურუა, მარინე ბიწაძე) მონაწილეობა შედგა ფაკულტეტის ფინანსური მხარდაჭერით. სტუდენტები ღირსეულად წარსდგნენ საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენციის პარალელურად სტუდენტებს უცხოელმა პროფესორებმა ჩაუტარეს სემინარები მენეჯმენტსა და მარკეტინგში, სადაც მათ ასევე წარმატებით წარმოაჩინეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. სტუდენტების აზრით, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მათი როგორც ცოდნის, ასევე უნარ-ჩვევების გაფართოებას, ფაკულტეტის ადმინისტრაციის ასეთი მხარდაჭერა კი კიდევ უფრო ზრდის მათ მოტივაციას და პასუხისმგებლობას.