რუსთაველის ფონდის სამეცნიერო საგრანტო პროექტის პრეზენტაცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გაიმართა სამეცნიერო საგრანტო პროექტის _ ,,ბიზნესმენთა ქცევის ტაქტიკა და სტრატეგია ეკონომიკური განუსაზღვრელობის პირობებში” _ შედეგების პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი განხორციელდა რუსთაველის ფონდის დაფინანსებით, რომელიც შესრულდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური სტატისტიკის კათედრის მიერ. 2010 წელს რუსთაველის ფონდში წარდგენილი 30-მდე ეკონომიკური პროფილის სხვადასხვა პროექტიდან გამარჯვებული და დაფინანსებული იქნა მხოლოდ ეს ერთადერთი კვლევითი პროექტი, რაც მეტად საამაყოა მთლიანად ჩვენი უნივერსიტეტისათვის და მიუთითებს მის მაღალ სამეცნიერო პოტენციალზე.
საგრანტო პროექტის კვლევის შედეგებზე საქართველოში პირველად მომზადდა და გამოიცა სამეცნიერო ნაშრომი თემაზე: ,,ეკონომიკური განუსაზღვრელობა და რისკები ბიზნესმენთა საქმიანობაში”. ნაშრომი შესრულდა ავტორთა კოლექტივის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ბიკენტი გაბიძაშვილი და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: პროფესორები სიმონ გელაშვილი, დავით კბილაძე და ნინო აბესაძე. სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებაში მონაწილეობდნენ მამუკა აბესაძე, ქეთი ჩიტალაძე და სოფიო მჭედლიშვილი.
ნაშრომში გაშუქებულია ბიზნესმენთა ქცევის ტაქტიკურ-სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდები ეკონომიკურად განუსაზღვრელობის პირობებში. ასეთი მეთოდოლოგიური აპარატის ცოდნა და სწორად გამოყენება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის სისტემაში, რომლისთვისაც უცხო არ არის მოულოდნელი კრიზისული სიტუაციები. ამიტომ ნაშრომში თეორიული მასალა განმტკიცებულია პრაქტიკული ამოცანების ამოხსნითა და სათანადო რეკომენდაციებით. იგი დიდ დახმარებას გაუწევს ეკონომისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს. იგი გამოადგება აგრეთვე უნივერსიტეტების სტუდენტებს, დოქტორანტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.