2013-09-24
ბიზნეს მარათონი „20=200“
12 ოქტომბერს, „ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის“ ორგანიზებით იმართება ბიზნეს მარათონი „20=200“
ბიზნეს მარათონი საშუალებას მოგცემს თბილისი მოლში, ერთი დღის განმავლობაში დატესტო შენი ბიზნეს იდეა. გუნდური მუშაობის საშუალებით შეგიძილია ისწავლო, როგორ აწარმოო საკუთარი ბიზნესი ექსტრემალურ გარემოში.
პროექტის ფარგლებში, 16-დან 25 წლამდე ასაკის სტუდენტებით დაკომპლექტებული 10 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს მარათონში, სადაც მათ ევალებათ, შეიმუშაონ ბიზნეს იდეა, რომლის საშუალებითაც საწყის კაპიტალს – 20 ლარს გაზრდიან მინიმუმ 200 ლარამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად 26 სექტემბერს, 14:00 საათზე, თსუ მარლივი კორპუსის 206–ე აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა
არგაუშვა შანსი ხელიდან, გახდი ყველაზე ენერგიული და აზარტული ბიზნეს მარათონის მონაწილე !
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუვშირდით: გიორგი კინწურაშვილს, giorgi.kinn@gmail.com 555281868
« იხ. ყველა სიახლე