2015-03-18
ქალბატონ ჟანა თოლორდავას ვიზიტი და საქმიანი შეხვედრები საბერძნეთში ათენის კაპოდისტრიის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე
2015 წ. 16 - 23 თებერვალს თსუ-ს იმიტაციური მოდელირებისა და ინტერაქტიური მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ ხელმძღვანელი ჟანა თოლორდავა იმყოფებოდა საბერძნეთში ათენის კაპოდისტრიის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, სადაც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის დავალებითა და მისი აღნიშნული სტრუქტურისადმი შესაბამისი ოფიციალური მიმართვის საფუძველზე აწარმოებდა თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს.
ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ ნიკოლაოს ერიოტისთან ერთად დაიგეგმა თანამშრომლობის მიმართულებები, როგორიცაა კვლევების ერთობლივი პროექტები, კონფერენციები, ერთობლივი სამეცნიერო შრომების გამოქვეყნება ათენისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში, ერთობლივი სემინარების ჩატარება, აკადემიური პროგრამების შედგენა, სტუდენტებისა და მაგისტრანტების გაცვლითი პროგრამები და სხვა.
იყო მსჯელობა ორმაგი ხარისხის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შექმნის შესახებ, რომლის დროსაც მაგისტრანტები საგნების ნაწილს გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნაწილს კი ათენის კაპოდისტრიის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ ეტაპზე ხდება იმ სპეციალობების დაკონკრეტება, რომლებიც უნდა შევიდნენ აღნიშნულ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში.
საუბარი შეეხო ბაკალავრიატის სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასაც. ჩვენი თხოვნით წარჩინებული სტუდენტები ერთი თვის ვადით გაიგზავნებიან რომელიმე გარკვეული კურსის მოსასმენად (ბიზნესის ადმინისტრირების, გამოყენებითი ეკონომიკა და სხვ. მიმართულებებით). მიმღები მხარე თავის თავზე იღებს შეღავათიან ფასებში საცხოვრებელი პირობების შექმნას, უფასო კვების ტალონებს. ამ სფეროში დახმარებას გვთავაზობს საბერძნეთში მცხოვრები, აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტი ნატალია ქოქრაშვლი, რომელიც დაეხმარება იქ ჩასულ სტუდენტებს საქართველოდან.
უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკებებში გვეხმარებოდა და დიდი საქმიანი აქტივობა გამოიჩინა ათენში მცხოვრები თბილისელი ბერძენი ქალბატონი ალიკი პაპადოპულუ, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს საზოგადოებრივ ორგანიზაციაში კულტურის და განათლების კუთხით. ამ დახმარებისათვის დიდ მადლობას მოვახსენებთ მას.

« იხ. ყველა სიახლე