2017 წლის 20-21 მაისს იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რომში გაიმართა ISER-180-ე საერთაშორისო კონფერენციაეკონომიკისა და ბიზნესის კვლევების მიმართულებით (ICEBR-2017), რომელშიც მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ლია გვაზავამ, მეცნიერ ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ლევან საბაური.
კონფერენციაში მონაწილეობა დაფინანსებული იქნა უნივერსიტეტის მიერ.
კონფერენციაზე წარდგენილი იქნა მოხსენება „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი საწარმოების ეფექტურო სატარიფო რეგულირებისთვის“
საინტერესო მოხსენების წარდგენისთვის ლია გვაზავა დაჯილდოვებული იქნა, როგორც კონფერენციაში მონაწილე გამორჩეული მკვლევარი და გადაეცა შესაბამისი სტატიკური დიპლომი „International Institute of Engineers & Researchers – 2017“