2016-09-20
თსუ-ში ბლუმბერგის ლაბორატორია გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბლუმბერგის (Bloomberg) საერთაშორისო სასწავლო კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. კომპანია Bloomberg-მა შექმნა სპეციალური დამხმარე პროგრამა პროფესიული უმაღლესი სასწავლებლებისათვის - Bloomberg Education - რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტში პროფესიული „დილინგ რუმის“ შექმნას 12 ტერმინალის ბაზაზე. ეს უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს რეალურ რეჟიმში ასწავლოს სტუდენტებს საბირჟო ოპერაციების წარმოება და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში.
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - Bloomberg-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია თსუ პროფესორ-მასწავლებლებს (ეკონომისტებს, იურისტებს, მათემატიკოსებს, ჟურნალისტებს) დაეხმარება ჩაერთონ საერთაშორისო ბაზრის კვლევებში, საერთაშორისო ბაზრების მენეჯმენტში, გამოიკვლიონ ბაზრის თანამედროვე ტენდენციები, თავისებურებები, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია, გაუზიარონ ის თავის კოლეგებს, მოაწყონ ამის ბაზაზე კონფერენციები, დაამუშაონ და მოიზიდონ გრანტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და პირდაპირი პროფილით, რეალურ უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით მოამზადონ სპეციალისტები დილინგის, ინვესტირების, ბანკების, საფინანსო და სადაზღვევო კორპორაციებისათვის.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია პოტენციალი იქცეს ცენტრად საერთაშორისო ფინანსური, სავალუტო და სასაქონლო ბაზრების სწავლებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სამხრეთ კავკასიაშიც.
ლაბორატორიის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა, ქალაქ თბილისის მერი, თსუ მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, საქართველოს საფინანსო და საბანკო სფეროს წარმომადგენლები, ბლუმბერგის კომპანიის წარმომადგენლები, თსუ პროფესორ-მასწავლებლები სხვა მოწვეული სტუმრები. გახსნის ცერემონიალს უძღვებოდა ამ საქმის ინიციატორი და ორგანიზატორი, თსუ ასოცირებული პროფესორი ემზარ ჯგერენაია.

იხილეთ დანართი:
« იხ. ყველა სიახლე